სიახლეები

თურქმენეთის დიპლომატთა და მეცნიერთა ვიზიტი

2024 წლის 19 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალაბერდი აშიროვი, თურქმენეთის საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი საქართველოში, დოვლეთმირატ სეიდმამედოვი, საელჩოს მეორე მდივანი ატამურატ ბალიბაევი და მეცნიერებათა აკადემიის წევრები ესტუმრნენ.

 

სახელმწიფო ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, სტუმრებს მიესალმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია. მან ისაუბრა ხალხთა მეგობრობის მნიშვნელობაზე და მთელი უნივერსიტეტისა და რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სახელით, პატივისცემა დაუდასტურა თურქმენ სტუმრებს.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა თურქმენეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის წიგნების: „ახალგაზრდები-სახელმწიფოს საყრდენი“ და „ანაუ-კულტურა ათასწლეულების სიღრმიდან“ პრეზენტაცია, რომელთა შინაარსის მნიშვნელობაზე თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ალაბერდი აშიროვმა ისაუბრა.

 

ღონისძიების ორგანიზებისთვის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ მეგობარს, ჟურნალისტ ბადრი ნაჭყებიას, ბატონმა დავით ჯალაღონიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რასაც ის ჩვენი უნივერსიტეტისთვის აკეთებს.

 

თურქმენეთის პრეზიდენტის წიგნების პრეზენტაციის შემდეგ, ბატონმა დავით ჯალაღონიამ სტუმრებს სამახსოვროდ გადასცა სსუ-ის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფიული ნაშრომი „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, რომლის მნიშვნელობასა და ნაშრომში წარმოდგენილი კონცეფციის გათვალისწინების აუცილებლობაზეც, თავის გამოსვლაში ისაუბრა.

 

დაიგეგმა, რომ სულ მალე, თურქმენეთის საელჩო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართველ და თურქმენ ხალხთა მეგობრობის აუდიტორია“-ს გახსნის.

ფოტო გალერეა