სიახლეები

დოქტორანტ ხათუნა ნიშნიანიძის დისერტაციის დაცვა

2024 წლის 31 მაისს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ხათუნა ნიშნიანიძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „დროისა და სივრცის მხატვრული აღქმა დავით გურამიშვილის შემოქმედებაში (სადოქტორო პროგრამა: თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: ნესტან სულავა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მირანდა თოდუა – ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ექსპერტები: ივანე ამირხანაშვილი - ფილოლოგიის  დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

ოფიციალური რეცენზენტები:  მაკა ელბაქიძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გოჩა კუჭუხიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

 

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკაში.

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.

ფოტო გალერეა