საქართველოს ბანკის სტიპენდია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის!

სს საქართველოს ბანკის მიერ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მოპოვების მიზნით სსუ აცხადებს კანდიდატთა შერჩევის ვადებსა და პირობებს.

 

სს საქართველოს ბანკის მიერ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დაფინანსების მოპოვების მიზნით სსუ აცხადებს კანდიდატთა შერჩევის ვადებსა და პირობებს.


საქართველოს ბანკის მიერ სწავლის საფასურის დაფინანსების მოპოვების მიზნით განაცხადის წარდგენა შეუძლია საქართველოს მოქალაქე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის II-VII სემესტრის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელსაც 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრში აქვს საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (GPA) 3.0 ან მეტი; დაგროვილი კრედიტების ოდენობა – არანაკლებ 30 კრედიტისა, ხოლო თითოეულ სასწავლო დისციპლინაში მიღებული ქულა – არანაკლებ 81-ისა.


აპლიკანტი შეფასდება როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე დაფინანსების მიღების საჭიროებით, ლიდერის როლითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით. შეფასების პროცესში ასევე გათვალისწინებული იქნება პერსონალური მოტივაცია, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარები.

კანდიდატთა შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

 

I ეტაპი – შემოსული განცხადებების შესწავლა;

II ეტაპი – გასაუბრება.

 

გასაუბრებაზე საკონკურსო კომისიის წევრებად იქნებიან როგორც უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.

 

რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 12 მარტი – 1 აპრილი;


კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

● ცნობა სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების შესახებ GPA-ის მითითებით

● სამოტივაციო წერილი

რეკომენდაცია ფაკულტეტის ადმინისტრაციისაგან 


შერჩევის პირველი ეტაპი: 2024 წლის 2 აპრილი – 5 აპრილი;

 

გასაუბრება: 2024 წლის  8 აპრილი – 11 აპრილი.

(კონკურსანტებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების დრო და ადგილი)

 

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

 

საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსანტმა შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს.


სსუ უზრუნველყოფს კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე პროცესს და ამ მიზნით მოგვიანებით გამოაქვეყნებს შერჩევის ეტაპების კრიტერიუმებს.

შენიშვნა: - კონკურსანტი არ უნდა სარგებლობდეს სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან დაფინანსების სხვა ფორმით (მიზნობრივი, მერიის, სოციალური და სხვ).

გისურვებთ წარმატებებს!