საიტი გაშვებულია სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად დააჭირეთ ლინკს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი წარმოადგენს სამ სეგმენტად დაყოფილ ევროპულ ფარს, რომელსაც ზემოთ ამშვენებს ოქროსფერი ლენტი წარწერით: Cognosce Veritatem (შეიცან ჭეშმარიტება). ეს ფრაზა სიმბოლურად მიანიშნებს სტუდენტების სწრაფვაზე ცოდნის მიღებისა და ჭეშმარიტების შეცნობისკენ. ფარის ზედა, ცენტრალურ სეგმენტში საქართველოს სახელმწიფო ეროვნული დროშაა გამოსახული. ფარის მარჯვენა სეგმენტში, ოქროსფერ ფონზე გამოსახული გადაშლილი წიგნი განათლების სიმბოლოს წარმოადგენს. ფარის მარცხენა სეგმენტში ზღვისფერ ფონზე ძმების - დიოსკურების სიმბოლური გამოსახულებაა თავზე ვარსკვლავებიანი ორი მუზარადის სახით. ეს, ერთი მხრივ, სიმბოლური მინიშნებაა ისტორიულ ფესვებზე, დიოსკურია-სოხუმის ორიათასხუთასწლოვან ისტორიაზე, ხოლო, მეორე მხრივ - ორი მოძმე ერის - ქართველთა და აფხაზთა ისტორიულ ერთობაზე.
    გერბს გარშემო ამშვენებს წარწერა, კერძოდ, უნივერსიტეტის სახელწოდება, ქართულ აფხაზურ და ინგლისურ ენებზე.