ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

2010 წელს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა სრული პროფესორი, რევაზ ხარებავა. ინსტიტუტი ძირითადად დაკომპლექტებულია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალით.
ინსტიტუტის პერსონალის პოტენციური შესაძლებლობებიდან გამომდინარე შემუშავებული იქნა სამეცნიერო-კვლევითი თემატიკა, შემდეგი მიმართულებებით:
• რეგიონალური განვითარების პირობების რეგულირების საფინანსო და საბიუჯეტო მექანიზმები (შემსრულებლები, პროფესორები: ხარებავა რ.; ლიპარტია ძ.; ხარებავა ნ.; ფიფია ნ.)
• აგრარული ურთიერთობების რეგულირების ფორმებისა და მექანიზმების კვლევა (შემსრულებლები, პროფესორი - ხარებავა რ.; დოქტორანტი-ხუბუნაია შ.)
• საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ტენდენციები, მდგომარეობა და პერსპექტივები (შემსრულებლები, პროფესორები: გელაშვილი მ.; ბასარია რ.; ეთერია ე.; დიხამინჯია ი.; ბერიშვილი ხ.; კაკულია ე.).
• ბიზნესის ადმინისტრირების პროცესების სრულყოფის ძირითადი მიმართულებები (შემსრულებლები, პროფესორები: ჯალაღონია დ.; შონია დ.; თაკალანძე ლ.; ხარებავა ნ.; კაციტაძე ნ.; პაპასქუა ი.)
ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულნი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები.

 

ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შ რ ო მ ე ბ ი