ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

სამსახურის უფროსი: ნაზია ვახანია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს. სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები. სამსახურის ძირითადი საქმიანობის სფეროა უნივერსიტეტის პერსონალის მართვასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია. განყოფილების ამოცანებია:

ა) პერსონალის (ადამიანური რესურსის) მართვასთან და ოპტიმალურ გამოყენებასთან დაკავშირებულ ტაქტიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე ფაკულტეტების და სამსახურების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე დასკვნების მომზადება და წარდგენა;

ბ) პერსონალის მოზიდვისა და შერჩევის პროცედურების ორგანიზებაში მონაწილეობა;

გ) უნივერსიტეტში მოქმედი შრომის ანაზღაურების, მატერიალური წახალისების სისტემების გაანალიზება და შეფასება;

დ) სამუშაო მიმართულებების შესაბამისად დიფერენცირებული, მოქნილი პროგრამების დამუშავება პერსონალის განვითარებისა და სტიმულირების, შრომის პირობების გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით.

ე) პერსონალის განვითარების დაგეგმვა, სწავლებისა და გადამზადების გეგმების შედგენა;

ვ) შრომითი ურთიერთობების მონაწილე მხარეების ინტერესებში გარკვევა, შესაძლო კონფლიქტების შეფასება, მოლაპარაკებებისა და გარიგებების ხასიათის შესწავლა, დასაქმებულთა ურთიერთობების არაფორმალური მხარეების შესწავლა;

ზ) პერსონალის თანამედროვე საინფორმაციო და სააღრიცხვო სისტემების გაცნობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით პერსონალის მართვის ერთიანი სისტემების დანერგვა და სრულყოფა;


სამსახურის დებულება>>


მისამართი:

თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას, 9, მე-2 სართული

ტელ : 8(32) 254 14 13; მობ: 5(77) 17 07 13

E-mail: hr@sou.edu.ge