ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

 

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი: ნესტან ლომაია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონიტორინგის ჯგუფი არის საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა სტრუქტურული ერთეული. ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და წინამდებარე დებულებით; მონიტორინგის ჯგუფის მიზნები და ამოცანები: ა) ახორციელებს ადმინისტრაციაში არსებული სამსახურების საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგს; ბ) განიხილავს ფუნქციებიდან გამომდინარე თანამშრომელთა მოხსენებით ბარათებს; გ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს უნივერსიტეტის სივრცეში გამოვლენილ დარღვევებს, პასუხისმგებლობის ზომებს და წარუდგენს რექტორს შემდგომი რეაგირებისათვის; მონიტორინგის ჯგუფის უფლებებია: ა) მონიტორინგის განხორციელების მიზნით დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტი; ბ) სამსახურებრივი მოვალეობის პროცესში რეგულირების ობიექტისგან საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, მიიღოს ყველა ზეპირი ან წერილობითი ინფორმაცია; გ) შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების დასაფიქსირებლად შეადგინოს ოქმი; დ) განხორციელოს მონიტორინგი სტუდენტთა ფინალური და განმეორებითი გამოცდების მიმდინარეობაზე; ე) ფუნქციების განხორციელებისას კეთილსინდისიერად შეასრულოს შესაბამის სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; ვ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას სტრუქტურული ერთეულის, ადმინისტრაციის თანამშრომელთა და აკადემიური პერსონალის კანონიერი უფლებები. ზ) მონიტორინგის განხორციელებისას მოპოვებული მასალები წარუდგინოს რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შესაბამისი რეაგირებისათვის;.

მონიტორინგის ჯგუფის დებულება>>

კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №9 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-3 სართული

ტელ : 8(32) 254 14 36; მობ: 5(77) 17 07 26; E-mail: monitoring@sou.edu.ge