ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

 

სამსახურის უფროსი: სოფიო გვარამია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.
სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ადმინისტრაციული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კანონით დადგენილი წესით მათი წარდგენის პროცედურათა ხელშეწყობა;
ბ) უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
დ) კონტროლი და კოორდინაცია უნივერსიტეტის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე, მის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე;
ე) უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ვ) უნივერსიტეტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წინადადებების მომზადება; ზ)უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში;
თ) წარმოადგინოს უნივერსიტეტი, რექტორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოებში;    ი) თავის კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა;

 

სამსახურის დებულება>>

 

კონტაქტი
მისამართი:
ქ. თბილისი, 0186, ანა პოლიტკოვსკაიას №9(ყოფილი ჯიქიას ქუჩა),
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, მე-2 სართული    
ტელ : 8(32) 254 14 09; მობ: 5(77) 17 07 29