ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 31- მუხლის თანახმად.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით არსებობს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს წინამდებარე დებულების შესაბამისად.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამყარებს მჭიდრო კავშირს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვ.) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით.
უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთობლივად ამზადებს ფაკულტეტის თვითშეფასებას, შეისწავლის და აანალიზებს ფაკულტეტის პროგრამებისა და გეგმების შესრულების მდგომარეობას;
უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთობლივად შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ;
პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების, დიპლომების, მათი დანართების მონიტორინგს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილი წესით;
ხელს უწყობს ფაკულტეტზე გარე და შიდა მობილობის პროცესებს.
ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს ფაკულტეტის განვითარების პროგრამის, უნივერსიტეტის მისიისა და მიზნების შესაბამისად.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - პროფესორი ალექსანდრე მიმინოშვილი.