ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

საპატრიარქოს ტელევიზიამ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივი ფილმი შექმნეს

 

2015 წლის 1 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" მიერ შექმნილი ფილმის პრეზენტაცია. ფილმის ავტორია საპატრიარქოს ტელევიზიის ჟურნალისტი, ქალბატონი თამარ თაგვაძე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპატრიარქოს ტელევიზიას შორის მიმდინარე წლის აპრილში გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ამ ფილმის გარდა დაგეგმილია სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებაც.

ფილმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე; საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" დირექტორი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა); აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი გია გვაზავა; კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი კახა შენგელია; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ილიას ჩილოღლუ; საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" დირექტორის მოადგილეები, დეკანოზი მამა ზურაბ ცხოვრებაძე და დეკანოზი, მამა ზურაბ მჭედლიშვილი; დეკანოზი, მამა ბიძინა გუნია; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრები, ასევე უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ფილმის ქრონომეტრაჟი 40 წუთს გრძელდებოდა და ძირითადად წარმოდგენილი იყო დევნილობაში მყოფი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოლოდროინდელი აქტივობები სასწავლო და სამეცნიერო კუთხით, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

წარმოდგენილი ფილმი არის საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებასა" და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პირველი პროექტი. იმ მიზნით, რომ უნივერსიტეტის ისტორია და ცხოვრება კიდევ უფრო სრულად იყოს წარმოდგენილი, მომავალი წლიდან ახალ პროექტზე დაიწყება მუშაობა.