ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

სსუ-ს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა მეორეჯერ მოიპოვა ქ. ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება

2017 წლის 14 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით ნიდერლანდებში, ქალაქ ჰააგაში ჩატარდება ჩემპიონატი საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესში, რომელშიც მონაწილეობის უფლება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა მეორეჯერ მოიპოვა. აღნიშნული ჩემპიონტი ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრია მსოფლიოში, სადაც მსოფლიოს ცნობილი უნივერსიტეტები მონაწილეობენ და მათ შესაძლებლობა ეძლევათ სტუდენტების მეშვეობით ინგლისურ ენაზე წარმოაჩინონ თავიანთი სამართლის სკოლების მომზადების დონე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი 2016 წლსაც წარმატებით მონაწილეობდა ჰააგაში გამართულ საერთაშორისო სისხლის სმართლის იმიტირებულ პროცესში. 2017 წელს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი წარმოდგენილია შემდეგი შემადგენლობით:

1.პროფ. ვეფხვია გვარამია - გუნდის მთავარი მრწვთვნელი (Leading Coach); 2.ოთარ უბილავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი (Prosecutor პროკურორი); 3.თინათინ სხირტლაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი (Victim counsel დაზარალებულთა წარმომადგენლი); 4.მიხეილ ლაზგინიანი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი (Defense counsel სახელმწიფოს წარმომადგენლი); 5.მარიამ დოლბაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი( Researcher მკვლევარი).

საერთაშორისო სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გუნდს. ორ გუნდზე მეტის დარეგისტრირების შემთხვევაში ტარდება შიდა ჩემპიონაატი და აირჩევა საუკეთესო ორი გუნდი. საქართველოდან დარეგისტრირდა 2 გუნდზე მეტი, ამიტომ აუცილებელი გახდა ეროვნული შეჯიბრის გამართვა. გადმოგზავნილ ინგლისურენოვან საერთაშორისო სისხლის სამართლის კაზუსზე, რომელიც ეთმობოდა საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციისა და გენოციდის დანაშაულებს, მომზადდა სახელმწიფოს წარმომადგენლის, პროკურორისა და დაზარალებულთა წარმომადგენლის ანუ სამი საკმაოდ ვრცელი დასაბუთებული მემორიალი ინგლისურ ენაზე. საქართველოში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო"-ს ორგანიზებით პირველ ეტაპზე განხორციელდა წერილობითი შეფასება, ხოლო მეორე ეტაპზე საქართველოს უზენაეს სასამათლოში ა.წ. 19 თებერვალს გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდები, ზეპირი რაუნდების შეფასების შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდამა მოიპოვა მაისში ქ. ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობის უფლება. რამოდენიმე დღის უკან ჰააგიდან მივღეთ მოლოცვა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იმიტირებული პროცესში მონაწილეობის უფლების მოპოვების შესახებ (Congratulations on qualifying for the International Round of 2017 ICC Moot Court Competition! We are looking forward to the upcoming months, and we hope you do too).