ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
    01 02 03 04 05
06 07 08 09 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

 

   

 

 

 

 

ბოლონიის პროცესი

ბოლონიის პროცესი წარმოადგენს ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლობისა და ჰარმონიზაციის პროცესს, რომელის მთავარი მიზანია ევროპის მოქალაქეთა დასაქმების, მობილობის გაძლიერებისა და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბება.


ბოლონიის პროცესი დაიწყო 1988 წელის 18 სექტემბერს უნივერსიტეტების დიდი ქარტიით, რომელიც მიღებულ იქნა ქალაქ ბოლონიაში, მსოფლიოს უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე. ხოლო ბოლონიის დეკლარაციას 29 ევროპული ქვეყნის განათლების მინიტრმა ხელი მოაწერა 1999 წლის 19 ივნისს.


ბოლონიის პროცესს საქართველო 2005 წლის მაისში შეუერთდა (ნორვეგია ქალაქი ბერგენი).


ბოლონიის პროცესში ჩართულია 47 ქვეყანა და რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები.


მონაწილე ქვეყნები:

ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ესპანეთი, ვატიკანი, თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლიხტეშტეინი, ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, საქართველო, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხცეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ხორვატია, ყაზახეთი.

დამატებითი წევრი: ევროკომისია


ასოცირებული წევრები:

  • ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია 
  • ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ასოციაცია
  • ევროპის სტუდენტთა კავშირი
  • ევროსაბჭო
  • UNESCO - ევროპული უმაღლესი განათლების ცენტრი 
  • უმაღლესი განალების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია 
  • BUSINESSEUROPE 
  • საერთაშორისო პან-ევროპული განათლება

 

ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები:
- უნივერსიტეტების დიდი ქარტია - 18.09.1988
- ლისაბონის კონვენცია - 11.04.1997
- სორბონის დეკლარაცია - 25.05.1998
- ბოლონიის დეკლარაცია - 19.06.1999
- გიოტებერგის დეკლარაცია - 25.03.2001
- სალამანკის მიმართვა - 30.03.2001
- პრაღის კომუნიკე - 19.05.2001
- გრაცის დეკლარაცია - 30.05.2003
- ბერლინის კომუნიკე - 19.09.2003
- ბერგენის კომუნიკე - 20.05.2005
- ლონდონის კომუნიკე - 18.05.2007
- ლუვენის კომუნიკე - 28-29.04.2009
- ვენა-ბუდაპეშტის კომუნიკე - 12.03. 2010

 

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bologna2009benelux.org