სიახლეები

დოქტორანტ ბექა ფაცაციას დისერტაციის დაცვა

2024 წლის 25 აპრილს, 14:00 საათზე სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ბექა ფაცაცია ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის შეფასების სრულყოფის ასპექტები“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: - დავით ჯალაღონია, ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

ექსპერტები: - ნინო ხარებავა, ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

სლავა ფეტელავა, ეკონომიკის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის უფროსი;

ოფიციალური რეცენზენტები: იური პაპასქუა, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;  

ნინო  ფაილოძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი

დისერტაციის დაცვა შედგება მისამართზე:  ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, VI სართული, საპრეზენტაციო დარბაზი №601.

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

ფოტო გალერეა