2024 წ. 16 აპრილიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ასოცირებულ პროფესორ ლია ახალაძესა და ასისტენტ ლევან კვარაცხელიასთან ერთად, იმყოფება ფინეთის რესპუბლიკაში, სადაც მონაწილეობს Erasmus+-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „PeaceEDU“-ს სამუშაო შეხვედრაში.
რექტორმა გამართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უკრაინისა და მოლდოვის უმაღლესი სასწავლებლების დელეგაციებთან, სადაც გააცნო სსუ-ის ისტორია, აქ მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები და პროექტები. მოლდოველი და უკრაინელი მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ იდეამ. მათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შესთავაზეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება, საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების მომზადება.
პროფესორმა ზ. ხონელიძემ მათ სახსოვრად მისი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ გადასცა.