საიტი გაშვებულია სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად დააჭირეთ ლინკს
  • სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი:
    ზურაბ ხონელიძე

დაიბადა 1963 წლის 1 დეკემბერს  ქ. ფოთში. დაამთავრა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ასპირანტურა, ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. სხვადასხვა  პერიოდში მუშაობდა საქართველოს  განათლების სამინისტროში - მინისტრის მოადგილედ, საქართველოს უზენაეს საბჭოში - განათლების დარგის კურატორად, საქართველოს პროფსაბჭოში - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს პროფკავშირების პირველ თავმჯდომარედ. დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში - პოლიტიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორად, დსთ-ში საქართველოს მუდმივ და სრულუფლებიან წარმომადგენლად, დსთ-სა და ბელორუსიის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად, სტატუსი - ვიცე-პრემიერი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის უმაღლესი დიპლომატიური რანგი, არის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სხვადასხა ქვეყნების ეროვნული და საერთაშორისო დარგობრივი სამეცნიერო აკადემიების ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი). ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.