ფაკულტეტის ადმინისტრაცია
ფაკულტეტის დეკანი: ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - მარინა ტურავა
მარინა ტურავა — ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კრიტიკოსი, პოეტი. დაიბადა სოხუმში, დაამთავრა სოხუმის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1999 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პერსონიფიკაციის მსოფლმხედველობრივი საფუძველი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“. მისი კვლევის სფეროა ქართულ-ევროპული ლიტერატურული ურთიერთობანი, ლიტმცოდნეობითი პრობლემები, თანამედროვე ლიტერატურული პროცესები.
2000 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მარინა ტურავას სამეცნიერო წერილები, რეცენზიები პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა სამეცნიერო და ლიტერატურულ გამოცემაში, არის 150-ზე მეტი სტატიის,
წერილის ავტორი.
გამოცემული აქვს სამეცნიერო-კრიტიკული სტატიების ორი კრებული და მონოგრაფია „სიცოცხლე შვენობს შენითა (სიკვდილის პარადიგმა ქართულსა და უცხოურ მოდერნიზმში, 2012 წელი)“.
2022 წელს ნანა კუციასა
და მირანდა თოდუასთან
ერთად გამოსცა დამხმარე
სახელმძღვანელო სტუდენტთათვის,
მაგისტრანტთათვის, დოქტორანტთათვის
- „ქართული
ლიტერატურა - ტრადიცია,
რაკურსი, კონტექსტი (მოდერნიზმი/პოსტმოდერნიზმი)“.
2014 წელს წიგნისთვის
„გარღვეული ლაბირინთი (ლიტერატურული
წერილები, ესეები, პორტრეტები)“ მიიღო საუკეთესო
კრიტიკოსის წოდება
(„ჩვენი
მწერლობა“).
2020 წელს კრიტიკის დარგში დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემია „საგურამოთი“.
2019 წელს გამოსცა
ლექსების
კრებული
„სოხუმი-თბილისი“, იმავე წელს მუხრან
მაჭავარიანის
სახელობის
ლიტერატურულ
კონკურსში
„პოეტური
მინიატურები“
მესამე
ადგილი
დაიკავა.
ადმინისტრაცია
დეკანის
მოადგილე - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მაშია
ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მაკა
კაჭარავა
სასწავლო
პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული
პროფესორი დარიკო ფიფია
სტუდენტთა
რეესტრის წარმოების მთავარი სპეციალისტი ლია სიჭინავა
სტუდენტთა რეესტრის წარმოების მთავარი სპეციალისტი ელენე სუბელიანი