სიახლეები

 ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლითი პროგრამები მეორე და მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე დუნაიუვაროშის (უნგრეთი) უნივერსიტეტში (http://www.uniduna.hu) მეორე და მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

სწავლის პერიოდი: 2018 -2019 წლის შემოდგომის სემესტრი.

გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 2 ადგილი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

1) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა); სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას.

2) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან დუნაიუვაროშის უნივერსიტეტში გასავლელი საგნების (მინიმუმ 30 კრედიტის) შერჩევა. პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხ. ბმულზე: https://drive.google.com/…/1sqMSE8cRCvDLZn9LuDS5RQsVt…/view…

3) საგნების შერჩევის შემდეგ მოცემული აპლიკაციის შევსება: https://drive.google.com/…/1tKX6GOJDI1BuSTYju54AwoaYV…/view…

4) შევსებული აპლიკაციის წარდგენა საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (ა.პოლიტკოვსკაიას ქ. 61, პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 319).

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: international@sou.edu.ge


გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სასწავლო გაცვლით პროგრამაში.

მობილობის პერიოდი: 2018 წლის სექტემბერი - 2019 წლის იანვარი (შემოდგომის სემესტრი);

ფაკულტეტი: ყველა ფაკულტეტი;

სწავლების ენა: ინგლისური (კონკრეტული კურსები რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე).

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

1) ინგლისურის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან SKYPE გასაუბრების გავლა ლოძის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან.

2) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან ლოძის უნივერსიტეტში გასავლელი საგნების შეთანხმება (ერთი სემესტრისთვის, სულ მცირე, 24 ECTS კრედიტი).
საგნების ჩამონათვალი იხ. ბმულზე (winter semester): http://iso.uni.lodz.pl/erasmus/programmes/

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სტუდენტი თავისუფლდება სწავლის გადასახადისგან ლოძის უნივერსიტეტში, მაგრამ ფარავს საერთო საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ international@sou.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივნისი.

ფოტო გალერეა