2024 წლის
22 ნოემბერს ჟან მონეს მოდულის 2 წლიანი შედეგების ანგარიში (2023-2024) წარდგენილ
იქნა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სხდომაზე. ანგარიში მოსმენილი
იქნა უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის რომეო გალდავას, ამავე
სამსახურის მთავარი სპეციალისტის მარინე ხუბუას, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კახი კოპალიანის მიერ. სხდომას ესწრებოდა უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პროფესორი, დავით ჯალაღონია.
2-წლიანი ანგარიში წარადგინა
მოდულის მენეჯერმა, ჟან მონეს პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. მოდულის ორწლიანი მუშაობის
შეჯამებისას წარმოდგენილ იქნა შემდეგი ძირითადი აქტივობები:
2022-2023
·
შეიქმნა პროექტის
ლოგო, ბანერი, ვებ-გვერდი, 2022
·
გაიმართა საინფორმაციო
შეხვედრა „საქართველო
და ევროკავშირი: თანამშრომლობის შესაძლებლობები“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 27.X.2022
·
მიღებულ იქნა სსუ
აკადემიური საბჭოს დადგენილება № 05/01-99 ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაციის შესახებ,
2022
· ჟან მონეს მოდული CSREU აღიარებული იქნა 2022
წლის საუკეთესო მიღწევად სსუ-ში საქაერთველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის
მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე;
·
შემუშავდა ახალი სასწავლო კურსის სილაბუსი;
·
ახალი სასწავლო
კურსის იმპლემენტაცია საბაკალავრო პროგრამებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის
სემესტრი, 2023
·
ჟან მონეს
მოდულის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა საქართველოს
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, 2023
·
ჩატარდა
საზაფხულო სკოლა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში,
2023
·
გაიხსნა ჟან მონეს აუდიტორია სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში, ნოემბერი,
2023
·
გამოკითხვები, შეფასება - 2023
2023-2024
· შემუშავდა
და გამოიცა სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობა ევროკავშირში” ევროკავშირის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 2024
· სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის
ევროკავშირის პოლიტიკა", 16 და 21 მაისი 2024
· გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა
" მასალათა კრებული,
ივნისი 2024
· ახალი სასწავლო
კურსის ჩატარება საბაკალავრო პროგრამებში, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი,
2024
· ჩატარდა
საზაფხულო სკოლა 2024 ჟან მონეს მოდულის ფარგლებში,
ივნისი 2024;
· გამოკითხვები,
შეფასება - 2024