სიახლეები

CIF პროექტის ფარგლებში გრძელვადიანი ტრენინგები გარემოს დაცვით საკითხებზე

2025 წლის 18-19 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე ჩატარდა კონკურენციის ინოვაციის ფონდის (CIF) პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული №CIF-2-2024-08 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტის „ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა“ გეგმა-გრაფიკით დაგეგმილი გრძელვადიანი ტრენინგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველო 12Q (IBRD)“ CIF საგრანტო განაცხადი ითვალისწინებს პარტნიორობის (თანამშრომლობის) დემონსტრირებას. პარტნიორად პროექტის ფარგლებში ჩართულნი არიან: კერძო სექტორი – ინოვაციური განათლების ცენტრი (საქართველო); კვლევითი ინსტიტუტი – თსუ პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი; არასამთავრობო ორგანიზაცია – „კავკასიის გარე­მოს­დაცვითი არა­სამთავ­რო­ბო ორ­განი­ზა­­­ციების ქსელი“ ­(CENN)­.

CIF პროექ­­­ტის ფარგლებში გრძელვადიანი ტრენინგების ჩატარების მიზნით გაფორმდა ურთიერთთანამშრომ­ლობის მემორანდუმები პარტნიორ დაწესებულებებთან. ტრენინგები ტარდება 3 ეტაპად.

I ეტაპზე – 2024 წლის ივლისში – ინოვაციური განათლების ცენტრმა ჩაატარა 5 ტრენინგი თემებზე: „კვლევის სწორად დაგეგმვა და განხორციელება“, „შეფასების ვალიდური სისტემები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, „სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მიდგომები“;

II ეტაპზე – 2024 წლის ოქტომბერში – პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, სს „ბიოქიმფარმის“ ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელმა იმედა რუბაშვილმა გამართა 3 ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: „ანალიზური მეთოდების შემუშავება, ვალიდაცია, ვერიფიკაცია“, „გაზომვათა განუსაზღვრელობა და მისი პრაქტიკული ასპექტები“ და „ხელსაწყო-დანადგარების მართვისა და შედეგების დამუშავება-რეპორტირება“.

III ეტაპზე გრძელდება გრძელვადიანი ტრენინგების ჩატარება. 2025 წლის მარტსა და აპრილში „კავკასიის გარე­მოს­დაცვითი არა­სამთავ­რო­ბო ორ­განი­ზა­­­ციების ქსელი“ გამართავს 3 ტრენინგს­. 

2025 წლის 18-19 მარტს ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი.

18 მარტს ტრენინგი თემაზე „კლიმატის ცვლილება, სააუზო მართვა, კატასტროფის რისკის შემცირება და GIS ტექნოლოგიები“ ჩაატარა „კავკასიის გარე­მოს­დაცვითი არა­სამთავ­რო­ბო ორ­განი­ზა­­­ციების ქსელის“ კატასტროფების რისკების შემცირების და GIS სპეციალისტმა ვახტანგ ჩიტიშვილმა.

19 მარტს ტრენინგი თემაზე „კლიმატის ცვლილება გამოწვევები და ბრძოლის ინსტრუმენტები“ ჩაატარა „კავკასიის გარე­მოს­თაცვითი არა­სამთავ­რო­ბო ორ­განი­ზა­­­ციების ქსელის“ დირექტორის მოადგილე ნინო თევზაძემ.

დასასრულს, სსუ-ს ქიმიის მიმართულების ხელმძღვანელმა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის CIF პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლალი ტაბატაძემ და ნინო თევზაძემ ტრენინგის მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები.

ფოტო გალერეა