სიახლეები

ჩვენი წარმატებული სპორტსმენები

2024 წლის 11 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წარმატებული სპორტსმენები და სსუ-ის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

 

შესავალ სიტყვაში რექტორმა უნივერსიტეტის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს, რომლებიც მონაწილეობდნენ წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალში სტუდფესტი 2024“.

 

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეული იყო ჩატარებულ ღონისძიებათა და მასში მონაწილე სტუდენტების სიმრავლით. „სტუდფესტი 2024 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა.

 

 ფესტივალზე მიღწეული შედეგებისათვის რექტორმა მადლობა გადაუხადა სპორტის სხვადასხვა სახეობში მონაწილე სტუდენტებს. დაჯილდოების ცერემონიალზე რექტორმა ასევე ხაზი გაუსვა სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლების ნაყოფიერ მუშაობას და სტუდენტებს ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში თანადგომა აღუთქვა.

ფოტო გალერეა