სიახლეები

ჟან მონეს მოდულის CSREU პრეზენტაცია ღონისძიებაზე „წლის საუკეთესო მიღწევა“

2022 წლის 13 დეკემბერს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა  ღონისძიება თემაზეწლის საუკეთესო მიღწევა“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 31-მა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებამ, სადაც მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაცია 2022 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ.

ღონისძიებაზე ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულისკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვისპრეზენტაციით წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე.

ორგანიზაციების მიერ ღონისძიებაზე წარდ­გე­ნილი პრეზენტაციები განთავსებულ იქნა  ელექტრონულ ჟურნალში (იხილეთ ელექტრონული ჟურნალი)

ფოტო გალერეა