მოდულის სახელწოდება: ჟან მონეს მოდული „მშვიდობის ქართული
პარადიგმა და მშვიდობის მშენებლობა ევროკავშირში“ ERASMUS-JMO-2024-MODULE-EUPEACE
პროექტი N101175481. მოდულის ხანგეძლივობაა 3 წელი (2024 – 2027 წწ.)
პროექტის
აკადემიური ლიდერია პროფესორი ზურაბ ხონელიძე, მენეჯერი - პროფესორი ლარისა
თაკალანძე.
მოდულის ძირითადი მიზანი: ჟან მონეს მოდულის EUPEACE ძირითადი მიზანია მშვიდობის მშენებლობის შესახებ
სწავლების განვითარება, მშვიდობის ქართული პარადიგმა და ამ სფეროში ევროკავშირის
საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება
ევროინტეგრაციის სფეროში სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით.
მოდულის ძირითადი აქტივობები: პროექტი ითვალისწინებს ახალი სასწავლო კურსის
შემოღებას ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, სახელმძღვანელოს შემუშავებას და
საზაფხულო სკოლას როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.
პროექტი ასევე მოიცავს კვლევებსა და მთელ რიგ ღონისძიებებს ამ მიმართულებით.