ჟენევის 1949 წლის კონვენციების მიღებიდან 75-ე
წლისთავისადმი მიძღვნილი
სტუდენტთა საერთაშორისო
სამეცნიერო კონფერენცია
ომის და ომის
შემდგომი კანონმდებლობის და პოლიტიკის
აქტუალური საკითხები
თბილისი 2024 წლის 11-12 დეკემბერი
კონფერენციის ორგანიზატორის მისამართი
საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61
კონფერენციაში
მონაწილეობა შესაძლებელია ასევე ზუმის ფორმატის მეშვეობით. მონაწილეებს ბმული დამატებით ეცნობებათ.
კონფერენციის თემატიკა:
1.ომის დანაშაულების
პრევენცია და მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები;
2. ომის და ომის
შემდგომი სისხლის სამართლის აქტუალური
საკითხები;
3. ომის და ომის
შემდეგომი კერძო სამართლის აქტუალური
საკითხები;
4. ომის და ომის
შემდგომი საჯარო სამართლის და სამართლის
ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები;
5. ომის და
ომისშემდგომი, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემები.
ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:
საუკეთესო სამეცნიერო
მოხსენებები დაიბეჭდება კრებულში:
ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით
Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს,
გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს,
საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, ;
ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;
2024 წლის 3 დეკემბრამდე წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის
სათაური და ანოტაცია 150-200 სიტყვის მოცულობით ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე
გამომსვლელი მომხსენებლის ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს 7 - 15 გვერდი;
საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა
2024 წლის 31 იანვარი. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: f.law@sou.edu.ge
ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
ტექნიკური მოთხოვნები
ნაშრომის მიმართ:
ანოტაცია და ნაშრომი
უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო
Sylfaen 9 - ფონტით.უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს მხოლოდ ინგლისურ
ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო
ჯგუფი); მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას
და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ;
ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი
უნდა იყოს 1,5;
აბზაცი გამოიყოს Tab-კლავიშით;
ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში,
ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0
მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.;
ნაშრომში გამოყენებულ
სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის
დაცვით: წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი,
გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება, გამოცემის
დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში უნდა მიეთითოს
ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი; სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში
უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში
უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების
მიღების თარიღი, საქმის დასახელება და
ნომერი. კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში
წარმოდგენილი შრომები არ განიხილება;
წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ
გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ f.law@sou.edu.ge