2023 წლის 17 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების
შეხვედრა კომპანია MBC-ის (https://www.mbc.com.ge) კორპორაციული პასუხისმგებლობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ, CSR-ის ექსპერტთან,
გვანცა ფაცაციასთან. ექსპერტმა
ისაუბრა
კომპანიის
საქმიანობაზე, CSR-ის ფორმებზე, დაინტერესებულ პირებსა
და სამომავლო გეგმებზე. MBC-ის საქმიანობამ და CSR-ის სფეროში გამოცდილებამ დიდი ინტერესი
გამოიწვია სტუდენტებში - მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.
დასასრულს, ჟან მონეს მოდულის მენეჯერმა ლარისა თაკალანძემ და სტუდენტებმა გულითადი
მადლობა გადაუხადეს ქალბატონ გვანცას საინტერესო ლექციისთვის და CSR-ის სფეროში მდიდარი
გამოცდილების გაზიარებისთვის.
შეხვედრა ჩატარდა ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში.