სიახლეები

შეხვედრა საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

2023 წლის 10 მაისს სასტუმრო მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში https://museumhotel.ge გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრა საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან; სტუდენტებს შეხვდნენ და თავიანთი კომპანიის საქმიანობაზე და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე (CSR) ვრცლად ესაუბრნენ:

მარიამ ხაჩიძე, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, TBC ლიზინგის რეაბილიტაციისა და პრობლემური აქტივების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი (https://www.tbcbank.ge).

გიგა აბრალავა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, კომპანია „FLAV BAR GEORGIA” გენერალური დირექტორი.

გიორგი ჯანაშია, „TG Company” გენერალური დირექტორი და სამშენებლო კომპანია „არენა რეზიდენსის“ მენეჯერი (https://arenaresidence.ge).

ქართული კომპანიების საქმიანობამ და CSR-ის სფეროში გამოცდილებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში - მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს სტუდენტებთან სამომავალო შეხვედრებისა და შემდგომი თანამშრომლობის სურვილი. დასასრულს, ჟან მონეს მოდულის მენეჯერმა ლარისა თაკალანძემ და სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს კომპანიის წარმომადგენლებს საინტერესო ლექციისთვის, CSRის სფეროში მდიდარი გამოცდილების გაზიარებისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მუზეუმში შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი გახლდათ ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი გიგა აბრალავა. შეხვედრა ჩატარდა ERASMUS+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი ჟან მონეს მოდულის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ ფარგლებში.

ფოტო გალერეა