2025 წლის 19 მაისს,
13:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კომპანია Tegeta
Motors-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერის, CSR-ის ექსპერტის,
მარიამ ჯაფარიძის ლექცია თემაზე: „Tegeta Motors-ის კორპორაციული პასუხისმგებლობა".
მისამართი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტკოვსკაიას ქ.
61, მე-6 სართული, ჟან მონეს აუდიტორია 607.