2024 წლის 16-20 აპრილს ფინეთის ქალაქ
ტამპერესა (ტამპერეს უნივერსიტეტი) და ჰელსინკში (მშვიდობის განათლების ინსტიტუტი)
გაიმართა ევროკავშირი პროექტის PeaceEdu-ს
(„კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების
სწავლებისთვის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში“ // Curriculum
Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia and Moldova)
პირველი
კონსორციუმის პირველი საერთაშორისო შეხვედრა,
კონსორციუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ: ფინეთიდან, ტამპერეს უნივერსიტეტი, მშვიდობის განათლების ინსტიტუტი; საქართველოდან
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი“ (CPCD); უკრაინიდან - ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის
ნაციონალური უნივერსიტეტი, ვ.ნ კარაზინის სახელობის ხარკივის ნაციონალური უნივერსიტეტი,
არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო დიპლომატიის პლატფორმა“; მოლდოვადან - მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კიშინიოვის იონ გრეანგას სახელმწიფო პედაგოგიური
უნივერსიტეტი, ინოვაციისა და განვითარების სააგენტო; გერმანიიდან - ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის
ფონდი; ავსტრიიდან - ინსბრუკის უნივერსიტეტი;
კონსორციუმის შეხვედრის ოთხი დღის მანძილზე შვიდი სამუშაო შეხვედრა
და ოთხი სასწავლო სესია გაიმართა.
პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განხილული იქნა პროექტის მიზნები, ამოცანები, სამუშაო
პაკეტები, დაზუსტდა პროექტის კონტენტი და
სამომავლო ნაბიჯები, გაეცნენ პროექტის
დისემინაციის გაიდლაინს, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა დისემინაციის (გავრცელების) სტრატეგიის დოკუმენტი. გაიმართა
სასწავლო სესიები და სპეციალური ტრენინგები საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის
უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგები ჩაატარეს ტამპერესა და ინსბრუკის
უნივერსიტეტების, ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის ფონდის, ასევე ფინეთის მშვიდობის განათლების ინსტიტუტის
წარმომადგენლებმა. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ გერმანიის უნივერსიტეტების
გამოცდილებას მრავალფეროვნების განათლებაში.
კონსორციუმის საერთაშორისო შეხვედრაზე
თითოეულმა ქვეყანამ
და ინსტიტუციამ წარმოადგინა 45 წუთიანი პრეზენტაცია საკუთარ უნივერსიტეტებში არსებული
ვითარების შესახებ. ამ აქტივობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
ტამპერესა და ჰელსინკში კონსორციუმის საერთაშორისო შეხვედრაზე სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტიდან მონაწიეობდნენ პროექტის წევრები: პროფ. ზურაბ ხონელიძე, ასოც. პროფ. ლია ახალაძე და ასისტენტი ლევან
კვარაცხელია.