სიახლეები

ახალი სასწავლო კურსი „მშვიდობის ქართული პარადიგმა და ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ ჟან მონეს მოდულის ფარგლებში დაიწყო (გაზაფხულის სემესტრი, 2024-2025 სასწავლო წელი)

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაიწყო ჟან მონეს მოდულით გათვალისწინებული მშვიდობის ქართული პარადიგმა და  ევროკავშირის მშვიდობის მშენებლობა“ ახალი სასწავლო კურსის სწავლება ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (30 სააუდიტორიო/საკონტაქტო საათი, მ.შ. 15 სთ ლექცია, 15 სთ სემინარი, 2 სთ შუალედური გამოცდა, 3 სთ ფინალური გამოცდა). კურსი სავალდებულოა პოლიტიკის მეცნიერებათა სპეციალობის სტუდენტებისთვის და არჩევითია სხვა ნებისმიერი პროგრამის სტუდენტებისათვის. ლექციების ძირითად ნაწილს აღნიშნული პროექტის აკადემიური ლიდერი, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე კითხულობს; სასწავლო პროცესის წარმართვაში ასევე მონაწილეობენ ჟან მონეს პროფესორები ლ. თაკალანძე, ლ. მახაშვილი და სსუ სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი გ. ცაავა. სემინარულ მეცადინეობებზე მოწვეულია ამავე ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორანტი ლევან გერაძე. სასწავლო კურსზე დარეგისტრირდა 152 სტუდენტი  უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლისა და დიპლომატიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციისა და ფაკულტეტებიდან.  სტუდენტთა მთლიანი რაოდენობა დაიყო 2 სალექციო და 5 სასემინარო ჯგუფად.
        ჟან მონეს მოდულის EUPEACE ძირითადი მიზანია მშვიდობის მშენებლობის შესახებ სწავლების განვითარება, მშვიდობის ქართული პარადიგმა და ამ სფეროში ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება ევროინტეგრაციის სფეროში სწავლების, კვლევებისა და დებატების მეშვეობით.

იხ. სილაბუსი

ფოტო გალერეა