2022 წლის 17 ნოემბერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ჟან მონეს მოდულის სამუშაო გუნდის წევრების - ლარისა თაკალანძე (მოდულის მენეჯერი), ნინო თოფურიძე (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი), დავით ზაქარაია (ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე) - შეხვედრა. დღის წესრიგში იყო ჟან მონეს
მოდულის ფარგლებში ახალი სასწავლო კურსის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში“ საბაკალავრო პროგრამებში იმპლემენტაციის საკითხი. შეხვედრას
ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი რომეო გალდავა,
ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი მარინე ხუბუა, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახი კოპალიანი და მთავარი სპეციალისტი
ნინო ქეცბაია. საკითხის განხილვის შედეგად გადაწყდა ახალი სასწავლო კურსის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაში სავალდებულო საგნად ჩართვა, ხოლო
უნივერსიტეტის სხვა დანარჩენი პროგრამების სტუდენტებისთვის არჩევით საგნად შეთავაზება
(აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების გათვალისწინებით). არსებული წესის თანახმად,
საკითხი საბოლოო დადგენილების მისაღებად გადაეცემა სსუ-ს აკადემიურ საბჭოს. შეხვედრაზე
ასევე განხილულ იქნა ახალი სილაბუსის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხი.