სიახლეები

ცხადდება მიღება მოკლევადიან (6 თვიან) პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან (6 თვიან) პროფესიული გადამზადების პროგრამაზე: „ლაბორატორიის სამედიცინო ტექნიკური ასისტენტი“, რომლის პარტნიორები არიან საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიები. პროგრამის მიზანია გადაამზადოს ბაკალავრები, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ლაბორატორიული მედიცინის კვალიფიციური კადრები, რომლებიც ეფექტურად დასაქმდებიან შრომის ბაზარზე.

 

პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართთან ერთად, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.

 

პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, ასევე მედიცინის ბაკალავრის და ფარმაციის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, გასაუბრება.

 

პროგრამის ხანგრძლივობა – 24 კვირა

სარეგისტრაციო ბმული: https://vet.emis.ge/#/training-programs

პროგრამა დაფინანსებულია ა(ა)იპ-პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

 

რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით

გასაუბრებაზე წარმოსდგენი დოკუმენტებია:

პირადობის მოწმობა და უმაღლესი განათლების დიპლომი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მუშაობის შემთხვევაში.

 

გთხოვთ რეგისტრაციისას აუცილებლად მიუთითეთ მოქმედი ელ. ფოსტა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მარინა ფოჩხუა

ტელ: 599 90 04 44

ელ. ფოსტა: mpochkhua@gmail.com

ფოტო გალერეა