სიახლეები

დოქტორ ვალერია ჯანოტას ვიზიტი

2024 წ. 11 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეწვია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CeSPI) თურქეთის სამეცნიერო ანალიტიკური ობსერვატორიის სამეცნიერო დირექტორი, PLP-ის ევროპის განყოფილებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი, დოქტორი ვალერია ჯანოტა, რომელიც თურქეთის საგარეო პოლიტიკის აღიარებული ექსპერტია.

 

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სტუმარს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, მისი მისია, რომლის მთავარ ბურჯს საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინოვაციური იდეა წარმოადგენს, რომელიც ფართოდაა აღიარებული აშშ-ის, ევროპისა და აზიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების მიერ.

 

დოქტორმა ვ. ჯანოტამ სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „გლობალური გამოწვევები რეგიონალურ ჭრილში, თურქეთის როლი ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში, ევროკავშირის მნიშვნელობა და ახლად არჩეული ამერიკის პრეზიდენტის როლი მსოფლიოს პოლიტიკაში“. მომხსენებელმა ასევე ვრცლად ისაუბრა შუა დერეფანზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებულ როლს ამ მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საქართველოსთვის ევროინტეგრაციის მნიშვნელობას.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა საპატიო სტუმარს ვიზიტისა და საინტერესო ლექციისათვის. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ პერსპექტივებზე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით.

ფოტო გალერეა