2024 წლის 20 დეკემბერს
14:00
საათზე
სოხუმის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა
ფაკულტეტის
ფილოლოგიის
სადისერტაციო
საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ლიანა
სიგუა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს
დისერტაციას
თემაზე:
„მედეას
ანტიკური სიუჟეტის ინტერპრეტაციის ძირითადი ტენდენციები XX-XXI საუკუნეების ლიტერატურაში“
სამეცნიერო
ხელმძღვანელი: მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ექსპერტები:
ნინო წერეთელი - ფილოლოგიის აკადემიური
დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: ნანა გაფრინდაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციისა და დისერტაციის
მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკაში.