სიახლეები

დოქტორანტ მონიკა ხობელიას დისერტაციის დაცვა

2025 წლის 28 მარტს, 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მონიკა ხობელია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე:სამურზაყანოს ქართველური და აფხაზური ტოპონიმების მორფოლოგიური ანალიზი”.    

სამეცნიერო ხელმძღვანელი: თეიმურაზ გვანცელაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ექსპერტები: სოფიო კეკუა - ფილოლოგიის დოქტორი, ააიპ საქართველოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მკვლევარი და ქეთევან მარგიანი -ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები: მანანა ბუკია - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და მერაბ ნაჭყებია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.                                                                                                                      

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს,
ასოცირებულ პროფესორს მირანდა თოდუას (ტელ. 558 33 19 91)

ფოტო გალერეა