სიახლეები

დოქტორანტ ხათუნა ბურჭულაძის დისერტაციის დაცვა

2025 წლის 11 აპრილს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ხათუნა ბურჭულაძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად დაიცავს დისერტაციას თემაზე:ქალური ნარატივი თანამედროვე ქართულ მწერლობაში: თემატიკა, პრობლემატიკა, კონცეპტუალური პარადიგმები.                    

სამეცნიერო ხელმძღვანელი: მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორი;

ექსპერტები: ნანა გაფრინდაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ნანა კუცია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ოფიციალური რეცენზენტები:   ნინო წერეთელი - ფილოლოგიის დოქტორი, ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;  მარინა ტურავა - ფილოლოგიის  დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

დისერტაციისა და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სწავლულ მდივანს, ასოცირებულ პროფესორს მირანდა თოდუას (ტელ. 558 33 19 91)

ფოტო გალერეა