სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ბასკეთის უნივერსიტეტის
(ესპანეთი)
გაცვლით,
სასწავლო პროგრამაში.
მობილობის პერიოდი: 2019 სექტემბერი - 2020წლის იანვარი (შემოდგომის სემესტრი)
ფაკულტეტი: ჰუმანიტარული
სწავლების ენა: ინგლისური
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
1)შესაბამისი ფაკულტეტის
ხარისხის სამსახურის უფროსთან ბასკეთის
უნივერსიტეტში გასავლელი საგნების შეთანხმება
(ერთი სემესტრისთვის
სულ მცირე 24 – 30 ECTS კრედიტი).
გადადით შესაბამის ბმულზე და შეარჩიეთ საგნები:
საბაკალავრო პროგრამები: https://www.ehu.eus/documents/2099535/10288018/OFERTA+DEFINITIVA_LETRAS_18.19_corregido.pdf/fdda9674-6187-8f26-4e85-90ac4cf70889
2) მოცემული აპლიკაციის შევსება (პირადი საკონტაქტო ინფორმაცია + შერჩეული საგნები):
აღნიშნული საბუთი უნდა შეივსოს აპლიკანტის და ფაკულტეტის ხარისხის უფროსის
მიერ (ხელმოწერა და ბეჭედი)
3) პასპორტის სკანირებული ვერსია.
საბუთები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ PDF ფორმატში international@sou.edu.ge -ზე ან მოიტანოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (სსუ-ის პირველი კორპუსი, ოთახი 319).
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22 აპრილი 2019
დამატებითი კითხვების შემთხვევაში,
მოგვწერეთ: international@sou.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!