სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-2 და მე-3 კურსის და მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ პორტოს უნივერსიტეტის
(პორტუგალია)გაცვლით სასწავლო პროგრამაში.
მობილობის პერიოდი: 2019 სექტემბერი - 2020 წლის იანვარი (შემოდგომის სემესტრი).
ფაკულტეტი: სსუ-ის ყველა ფაკულტეტი.
სწავლების ენა: ინგლისური/პორტუგალიური.
პროგრამაში მონაწილეობისთვის
აუცილებელია:
1)
შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის
უფროსთან პორტოს უნივერსიტეტში გასავლელი საგნების შეთანხმება (ერთი სემესტრისთვის სულ მცირე 24 – 30 ECTS კრედიტი).
გადადით მოცემულ ბმულზე
და შეარჩიეთ საგნები:
https://sigarra.up.pt/up/en/web_base.gera_pagina…
კონკრეტული პროგრამის
არჩევის შემდეგ
გადადით „Study Plan”-ში,
სადაც ნახავთ აღნიშნული პროგრამის კურიკულუმს (საგნების ჩამონათვალს).
გაითვალისწინეთ: მხოლოდ ის საგნებია ინგლისურ ენაზე, რომელთა დასახელებაც ინგლისურ ენაზეა მოცემული.
2)
ამონაწერი გავლილი საგნების და მიღებული შეფასებების
შესახებ.
3)
საგნების შერჩევის შემდეგ გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია.
(https://international.up.pt/…/Application_Procedures_2019-2…)
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25 აპრილი, 2019.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში,
მოგვწერეთ: international@sou.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!