სიახლეები

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  ინიციატივას  და აცხადებს, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს გაუნულდებათ ფინანსური დავალიანება.

გთხოვთ, აღნიშნული კატეგორიის სტუდენტებმა, რომლებსაც გსურთ 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტური სტატუსის აღდგენა, ა. წ. 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შესაბამისი განცხადებით მიმართოთ თქვენს ფაკულტეტებს.  

გისურვებთ წარმატებებს!

 

რექტორი ზურაბ ხონელიძე

ფოტო გალერეა