სიახლეები

ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის მკვლევარი სსუ-ში

2024 წლის 16 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის (აშშ) მკვლევარი, ბატონი ლაშა კასრაძე.

 

ის შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტებს. ბატონმა ლაშა კასრაძემ ისაუბრა რეალპოლიტიკის ფილოსოფიის ჭრილში თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ პრობლემებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე.

 

ანალიტიკოსის თქმით, საქართველო, რთული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, იძულებულია მიმართოს დაბალანსებული პოლიტიკის გატარებას და ამ მდგომარეობის უზრუნველყოფით, წარმართოს შემდგომი განვითარება.

 

შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის ფორმატში. დროის შეზღუდულობის გამო, გადაწყდა, რომ ბატონი ლაშა კასრაძე საქართველოში მორიგი ვიზიტის დროს, ისევ ეწვევა სსუ-ს და გამართავს ახალ შეხვედრებს საკითხით დაინტერესებულ მეცნიერებსა და დოქტორანტებთან. 

ფოტო გალერეა