სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში „კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 5-14
ივნისს ჟან მონეს მოდულის ფარგლებში (101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH). საზაფხულო სკოლა 2023 მოიცავს 34
სალექციო საათს (მ.შ. 8 სთ. ონლაინ და 26 სთ. ადგილზე დასწრებით).
საზაფხულო სკოლის მიზანია გაზარდოს
სტუდენტთა ცნობიერება ევროკავშირის შესახებ, ევროპული ღირებულებების
პოპულარიზაცია, ცოდნის ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის
წარსული, აწმყო, მომავალი; ევროკავშირის ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის;
საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში: თანამედროვე ტენდენციები და მოსალოდნელი
შედეგები; კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება;
გარემოსდაცვითი სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში და სხვ.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის მოწვეულია
როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები და დარგის აღიარებული ლიდერები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის
სტუდენტებს. იგი
მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია
განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. საზაფხულო სკოლისთვის შეირჩევა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი;
უპირატესობა მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში
(საერთაშორისო, რესპუბლიკურ თუ ადგილობრივ კონფერენციებში) სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს.
საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. დეტალური
პროგრამა განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა არის უფასო; სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
ჩატარების ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მის.:
თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N61,
VII სართ.).
მონაწილეობის მსურველებმა, არაუგვიანეს 2023 წლის 10
მაისისა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/43OmSYC