სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას საგაზაფხულო სკოლაში „კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში“
მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 30 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით
(შაბათ-კვირის გარდა) ჟან მონეს მოდულის ფარგლებში
(101083295-CSREU-ERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH). საგაზაფხულო სკოლა 2025 მოიცავს
34 სალექციო საათს (მ.შ. 8 სთ. ონლაინ და 26 სთ. ადგილზე დასწრებით).
საგაზაფხულო
სკოლის მიზანია გაზარდოს სტუდენტთა ცნობიერება ევროკავშირის შესახებ, ევროპული ღირებულებების
პოპულარიზაცია, ცოდნის ამაღლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ევროკავშირის
წარსული, აწმყო, მომავალი; ევროკავშირის ინსტრუმენტები მდგრადი განვითარებისთვის; საქართველოს
ინტეგრაცია ევროკავშირში: თანამედროვე ტენდენციები და მოსალოდნელი შედეგები; კორპორაციული
სოციალური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება; გარემოსდაცვითი სოციალური პასუხისმგებლობა
ევროკავშირში და სხვ. მონაწილეებისთვის მოწვეულია როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები
და დარგის აღიარებული ლიდერები.
საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს. იგი მულტიდისციპლინარულია - თემატიკა თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია განსხვავებული პროგრამის სტუდენტებისთვის. საგაზაფხულო სკოლისთვის შეირჩევა 150 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი; უპირატესობა მიენიჭება იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს და სხვადასხვა ღონისძიებებში (საერთაშორისო, რესპუბლიკურ თუ ადგილობრივ კონფერენციებში) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით აქტიურად ჩართულ სტუდენტებს.
საგაზაფხულო სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. დეტალური პროგრამა განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა არის უფასო; სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
ჩატარების
ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მის.: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას N61,
VII სართ.).
მონაწილეობის
მსურველებმა, არაუგვიანეს 2025 წლის 17 აპრილისა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ
ბმულზე: https://forms.gle/2gNa1jjJbK2iYLGM8