სიახლეები

მადლობის წერილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წ. 11 სექტემბერს, თურქმენეთის რესპუბლიკის მთავრობისა და საელჩოს ხელშეწყობით, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა თურქმენული ლიტერატურის კლასიკოსის, პოეტისა და ფილოსოფოსის, მახთუმყული ფირაგის (1724-1807) სახელობის აუდიტორია, რომელიც კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკითა და ფერწერული ტილოებით.

 

აუდიტორიის გახსნა დიდი თურქმენი პოეტის 300 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამასთან დაკავშირებით, 2024 წ. 17 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მისი აღმატებულება დოვლეტმირატ სეითმამედოვისგან მადლობის წერილი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ:

 

„ძვირფასო ბატონო ზურაბ ხონელიძე! საქართველოში თურქმენეთის საელჩოსდა პირადად ჩემი სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მახთუმყული ფირაგის აუდიტორიის გახსნაში აქტიური მონაწილეობისთვის. ასევე, მახთუმყულის წიგნის ქართულ ენაზე პრეზენტაციისთვის, რომელიც 2024 წლის 11-12 სექტემბერს გაიმართა. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ფასდაუდებელ წვლილს მახთუმყული ფირაგის 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მომზადებაში, ორგანიზებასა და ჩატარებაში. ასევე, ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავებაში.

 

მთელი გულით გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს ყველა საქმესა და წამოწყებაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ.

 

ღრმესი პატივისცემით, დ. სეითმამედოვი“.

ფოტო გალერეა