სიახლეები

მეცნიერების საერთაშორისო დღე = International Science Day - 2024

მეცნიერების საერთაშორისო დღე არის გაერთიანებული ერების განათლების, მეცნი­­რებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკოს, UNESCO) მიერ ინიცირებული ღონისძიება, პი­რველად ეს იდეა 1999 წელს ბუდაპეშტის მეცნიერების მსოფლიო კონფერე­­ციაზე გაჟღერდა, სადაც განიხილეს  შესაძლებლობა, იუნესკოს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან თა­ნა­მშრომლობით,    ყოველწლიურად  განემტკიცებინა ვალდებულება მეცნიერებისა და ახალი მეცნიერული ცოდნის შექმნის, გამოყენებისა და გავრცელების შესახებ. მაშინ ბუდაპეშტის კონფერენციის დეკლარაციაში ჩაიდო იდეის შესრულებისთვის აუცილებელი ჩარჩო რე­კო­მენდაციები. 2001 წელს იუნესკომ გააკეთა განაცხადი  მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნის აუცილე­­ლო­ბის შესახებ, რაც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფასა და გა­­ვი­თარებას უნდა მომსახურებოდა.  2002 წლის 10 ნოემბერს, იუნესკოს ეგიდით, მსოფლიოში პირველად აღინიშნა მეცნი­ერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის. დღე­სა­­წა­ულში მო­ნა­წი­ლეობდა მრავალი  ქვეყანასამთავრობო, მთავრობათაშორისი და არასა­­თავრობო ორგანიზაციები, იუნესკოს ეროვნული კომისიები, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები, პროფესიული ასოციაციები, მედია, მეცნიერების სკოლები. ამის შემდეგ  შეიქმნა მრავალი კონკრეტული პროექტი, პროგრამა და და­ფი­ნანსება მეცნიე­რე­ბისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ერთ-ერთ ეფექტურ პროექტად ითვლება  სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება კონფ­ლი­ქტურ რეგიონებში მცხოვრებ მეცნიერებს შორის

მეცნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება და იგი დასაბუთებულია მეცნიერებისა და მეცნიერის როლის მნიშვნელობით მდგრადი საზო­გა­დო­­ბეების ჩამოყალიბების, მეცნიერული მიღწევების დისემინაციის, მოქალაქეების ინფო­­მი­რებისა  და მეცნიერულ კვლევა-ძიებაში ჩართვის აუცილებლობით. ამ თვალსაზრისით, მეცნი­­რე­ბის მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის შესაძლებლობას იძლევა   ფართო სა­ზო­გადოებას აჩვენოს მეცნიერების აქტუალობა და მნიშვნელობა საზოგადოებრივ  ცხოვ­რე­ბაში, ჩართოს ისინი სამეცნიერო დისკუსიებში, რასაც  მთელი მსოფლიო მასშტაბით მშვიდობისა და განვითარების  უნი­კა­ლუ­რი პერსპექტივა მოაქვს.

2023 წლის აგვისტოში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ (UNGA) 2024-2033 წლები გა­მო­­­ხადა მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთაშორისო ათწლედად. იუნესკოს ხელმძღვანელობით, ეს ათწლეული მიზნად ისახავს სამეცნიერო დის­ცი­­ლინების ფართო სპექტრის მობილიზებას, მათ შორის საბაზისო და გამოყენებითი მეცნიე­რე­ბე­ბის, სოციალური, ჰუმანიტარული, განათლების მეცნიერებების, აგრეთვე ინტერდის­ციპ­ლი­ნა­რული და გა­­ვითარებადი სფეროების, რათა ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციულ ცვლილებებს საზო­გადოებებში, ეკონომიკასა და გარემოში. მეცნიერული წიგნიერების ხელშეწყობით, ეროვნულ მთავრობებს, გაეროს სააგენტოებს, კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის წახალისდება თანამშრომლობა, ათწლეულის მანძილზე გაძლიერდება  მეცნიერების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და შეიქმნება ყველასთვის უსაფრთხო, კეთილდღეობა. იუნესკო კატეგორიულად მოუწოდებს ყველას, შეუერთდნენ მეცნიერების მსოფლიო დღის აღნიშვნას მშვიდობისა და განვითარებისათვის, ამ დღეს საკუთარი ღონისძიების ან აქტივობის ორგანიზებით.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბოლო  ოთხი წელია  აღნიშნავს მეცნიერების საერ­თაშორისო დღეს და ტრადიციად იქცა ამ დღეს წლიური სამეცნიერო - კვლევითი ანგა­რი­შების წარდგენა და სამომავლო გეგმების განხილვა.  გამონაკლისი იყოს 2023 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღე, როცა მთელი ღონისძიება Horizon Europe- ეროვნული ოფისის შესაძლებლობების განხილვას  მიეძღვნა. ეს დღე მიმდინარე წელსაც აღინიშნა. 11 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მეცნიერების საერთაშორისო დღე სოხუმელ მეცნიერებს მიულოცეს საქართველოს განათლებისმეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსმა ბატონმა მინდია ოკუჯავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ, ზურაბ ხონელიძემ, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ასოც. პროფ. ლია ახალაძემ, ხარისხის უზრუნვე­­ყო­ფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. რომეო გალდავამ, საგარეო ურთიე­­თო­ბებისა და კულტურა­თა­შო­რი­სი კომუნიკაციების სამსა­ხუ­რის უფროსმა, ასოც. პროფ. ინდირა ძაგანიამ.

        მისალმების შემდეგ გაიმართა სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარ­ტა­მე­ნტისა და Horizon Europe- ოფისის მიერ შექმნილი ვიდეოს    „სოხუმის სახელმწიფო უნივერსი­ტე­ტის სამეცნიერო კავშირები“,  ჩვენება. ვიდეო - მასალაში აისახა სსუ- მეცნიერთა თანამშრო­­ლობა მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ცენტრებთან ოთხი ძირითადი მიმარ­თუ­ლე­ბით: საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტები, საერთა­შო­რი­სო პუბ­ლი­კა­ციები, საერთაშორისო კონფერენციები, აკადემიური და სტუდენტური გაცვლითი პროგრამები და მობილობა.

      სამეცნიერო - ანალიტიკური სესიის დაწყებამდე რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი მეცნიერები საპატიო სიგელებით  დააჯილდოვა და ჯანმრთე­ლო­ბა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვაუნივე­­სი­ტეტის სახელით მრავალწლიანი აქტიური სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობისთვის დაჯი­­დო­­დნენ: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფა­კუ­­ტეტის პროფესორები: ლუარა სორდია, ზურაბ პაპასქირი, თეიმურაზ გვანცელაძე, ტიტე მოსია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემა­ტი­კის, ფარმაციისა და ტექნოლოგიების ფაკულ­ტე­ტის პროფესორები: ზურაბ ლომთათიძე, მელორ ალფენიძე, ოთარ ჭკადუა, ზურაბ ფაჩულია; ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკუ­­ტე­ტის პროფესორები: ზურაბ ლიპარტია, გურამ აბესაძე, ჯანი ზარანდია; განათლების მეცნიე­რე­ბა­თა ფაკულტეტის პროფესორები: ჯემალ ჯინ­ჯი­ხაძე და გულნაზ ხუხუა. შერჩევის სტრატეგია დაეფუძნა კრიტე­რი­­მებს: უნივერ­სი­ტე­ტის სახელით მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა, ბოლო ოთხი წლის მანძილზე წარმო­­გე­ნილი სამეცნიერო ანგარიშების ვალიდურობა, საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში ჩართუ­ლო­ბა, სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის შრომების, მონოგრაფიებისა და სახელმძღვა­ნე­ლოების რაოდენობა, საერთაშორისო და ეროვნულ-სამეცნიერო კონფერენციებში ჩართულობა, ცი­ტი­რე­ბის ინდექსი.

        სამუშაო სესიაზე დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და ფაკულტეტის დეკანების მიერ წარმოდგენილი იქნა ანალიტიკური ხასიათის მოხსენებები: საერთაშორისო პროექტები და საერთაშორისო მობილობა სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტში - ასოც. პროფ. ინდირა ძაგანია, გაეროს ინიცირებული მდგრადი განვითარების მეცნიერებათა საერთა­შო­რი­სო ათწლედის  (2024-2033 წწ) ძირითადი მიმართულებები და არსებული  ვითარების  სპექ­­რული  ანალიზი - ასოც. პროფ. ლია ახალაძე, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობა 2024 წელს, გამოწვევები და პერსპექტივები - პროფ. ვეფხვია გვარამია, საბუნე­ბი­­მე­ტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ფარმაციისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის 2024 . სამეცნიერო საქმიანობის ანგარიში- ასოც. პროფ. ნესტან კეკელია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეც­ნი­­რო საქმიანობა ერთი წლის მანძილზე - Swot - ანალიზი  - ასოც. პროფ. მარინე ტურავა, ბიზნესისა და სოცია­ლურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ერთი წლის გადასახე­დი­დან - კონტენტანალიზი - ასოც. პროფ. ირმა დიხა­მი­ნჯია, განათლების მეცნიერებანი სამეცნ­­­რო დიაპაზონში - ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილი. დეპარტამენტების ხელმძღვა­ნე­ლებმა და ფაკულტეტების დეკანებმა განიხილეს 2024 წლის ძირითადი მიღწევები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სამოქმედო გეგმებსა და სამომავლო გამოწვევებს.  

ფოტო გალერეა