სიახლეები

მემორანდუმი წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტთან

2025 წლის 7 თებერვალს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს რექტორებმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და არქიმანდრიტმა, პროფესორმა ადამ ახალაძემ. 

შეთანხმებით გათვალისწინებულია ორ უნივერსიტეტს შორის სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება, ახალგაზრდა თაობებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მიცემა და სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა, მათ შორის საგრანტო პროექტების ფარგლებშიც.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მამა ადამს უნივერსიტეტის ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრები და საკუთარი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ გადასცა.

მამა ადამმა დალოცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი თანამშრომლები და რექტორს ცამეტი ასურელი მამის ხატი უსახსოვრა.

ღონისძიებას სსუ-ის კანცლერი, პროფესორი დავით ჯალაღონია და საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა