სიახლეები

მრგვალი მაგიდა „უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის” ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე

2024 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით და ამავე ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუ- მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნოე ხოზრევანიძე, აკადემიური პერსონალი სტუ- სხვადასხვა ფაკულტეტებიდან, მეცნიერ-მკვლევარები და მოწვეული სტუმარი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჟან მონეს პროფესორი, ლარისა თაკალანძე.

პროფესორი ლარისა თაკალანძე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებითმდგრადი განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ევროკავშირის გამოცდილებადა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

მოხსენებებისა და პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა ფართო დისკუსია, კითხვა-პასუხი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მთლიანობაში კი, მსგავსი ფორმატის ღონისძიების ჩატარებამ და სამომავლო ხედვამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

 

https://gtu.ge/bef/en/news/26865/

https://www.facebook.com/gtu.ge.bef/posts/pfbid037Trrr5D5n2Z1gzKMp3SA2QaCrt9xMTtH1XcWQ9GqX3XtAeNHvTYyP2cqfffSRx1l

ფოტო გალერეა