სიახლეები

პროფესორ თომას ჰიორენის თანადგომით ბიბლოთეკას იურიდიული ლიტერატურა გადაეცა

2023 წლის იანვარში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდა მიუნსტერის (გერმანია) სამართლის ფაკულტეტის პროფესორი თომას ჰიორენი, რომელიც შეხვდა სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ვეფხვია გვარამიასა და სისხლის სამართლის ქვემიმართულების პროფესორს, ედიშერ ფუტკარაძეს. მასპინძლებმა სტუმარს გააცნეს ფაკულტეტზე მოქმედი პროგრამები და მიმდინარე პროექტები. თომას ჰიორენმა დაათვალიერა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, მასპინძლების მიერ ხაზი გაესვა ევროპულ ენებზე ბიბლოთეკაში ლიტერატურის საჭიროებას. სსუ-ის ბიბლოთეკაში იურიდიული ლიტერატურის შევსების მიზნით, სტუმარმა თანადგომა გამოუცხადა კოლეგებს და დაიგეგმა შემდეგი თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

აღსანიშნავია, რომ თომას ჰიორენმა შეასრულა პირობა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოუგზავნა სისხლის სამართლის სახელმძღვანელოები, კომენტარები და მონოგრაფიები, რაც ხელს შეუწყობს სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სამაგისტრო ნაშრომების შესრულებაში.

 

ამ ძვირფასი საჩუქრებისათვის, ჩვენს ძვირფას მეგობარს, პროფესორ თომას ჰიორენს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებთ.

ფოტო გალერეა