სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე  2024 წლის  9-10 დეკემბერს ჩატარდა ჟენევის 1949 წლის  კონვენციების მიღების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ ომის და ომის შემდგომი კანონმდებლობის და პოლიტიკის აქტუალური საკითხები.“ კონფერენციის  მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის , ლუბლიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (სლოვენია) , ვლადიმირ დალის სახელობის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტის, კიევის სახელმწიფო საავიაციო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა-პროფესურამ. კონფერენციის თემატიკის აქტუალობის გათვალისწინებით   მონაწილეთა  მუშაობა წარიმართა  ხუთ  სექციად. კონფერენციის  საორგანიზაციო ჯგუფი:

ვეფხვია გვარამია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის   ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;

 

ლალი გაბისონია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის  ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი;

 

ასმათ გუგავა - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის  ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი;

 

ედიშერ ფუტკარაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და  დიპლომატიის ფაკულტეტის პროფესორი;

 

გიმზერ ალანია  - კრიმინალისტიკის ლაბორატორიის უფროსი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 

 

ანა სამაკაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;

 

ლიუბოვ კოტოვა - ვლადიმირ დალის აღმოსავლეთ უკრაინის ეროვნული უნივერსიტეტს პროფესორი;

 

ოლენა მაკეევა -  კიევის სახელმწიფო საავიაციო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

 

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც გულითადი მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილე ქართველ და უცხოელ პროფესორებს, აღნიშნა, რომ  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ ის კერაა, სადაც უნდა  განიხილებოდეს ომისა და ომისშემდგომი კანონმდებლობისა და პოლიტიკის საკითხები. გვახარებს ჩვენი მოძმე ქვეყნების უნივერსიტეტების აქტიურობა კონფერენციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და ამიტომ  ომგამოვლილმა და ომში მყოფმა უნივერსიტეტებმა უნდა გაცვალონ ცოდნა-გამოცდილება ამ მიმართულებით არსებულ სიძნელეებსა და გამოწვევებზე,  სირთულეების  დაძლევის პრევენციულ შესაძლებლობებზე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სამშვიდობო განათლების ცენტრი და მშვიდობის ქართული პარადიგმა - საუნივერსიტეტო დიპლომატია ხომ სწორედ მშვიდობის უალტერნატივობასა და კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიან გზებზე აკეთებს მთავარ აქცენტს. ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ. მან ხაზი გაუსვა ჟენევის კონვენციების როლსა და მნიშვნელობას, სიმბოლურადაც კი დავამთხვიეთ 10 დეკემბერს ჩვენი კონფერენციის მიმდინარეობა, 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეა. დეკანმა დიდი მადლობა გადაუხადა კონფერენციაში მონაწილე უცხოელ და ქართველ კოლეგებს, მადლიერებით აღნიშნა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის აქტიური თანადგომა კონფერენციის გამართულად და ეფექტურად მუშაობის საქმეში ხელშეწყობისთვის. საერთაშორისო კონფერენცია  მიმდინარეობდა ქართულ და ინგლისურ ენებზე, მისი ძირითადი თემატიკაა:

1.        ომის დანაშაულების პრევენცია და მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები/ Prevention of War Crimes and International Mechanisms for the Protection of Victims; მოდერატორი პროფ ვეფხვია გვარამია, ახალგაზრდა მეცნიერები  : ანა სამაკაშვილი,  თამთა როყვა, ოთარ დავითაია.

2.        ომის და ომის შემდგომი სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები/ Actual Issues of War and Post-War Criminal Law; მოდერატორი  პროფ. ედიშერ ფუტკარაძე, ასოც. პროფ. პეტრე დაუთაშვილი.

3.        ომის და ომის შემდგომი კერძო სამართლის აქტუალური საკითხები/Actual issues of Private Law During the War and After the War; მოდერატორები : ასოც. პროფ ასმათ გუგავა და სოფიო გვარამია.

4.       ომის და ომის შემდგომი საჯარო სამართლის და სამართლის ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები/ Historical-Philosophical Aspects of Public Law During War and Post-War; მოდერატორი პროფესორები:  ვეფხვია გვარამია და ლალი გაბისონია.

5.       ომის და ომისშემდგომი, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემები/ Problems of War and Post-War, National and International Politics. მოდერატორები პროფესორები :ვეფხვია გვარამია - ლალი გაბისონია.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

კონფერენციის  სრული კრებული  გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში.

ფოტო გალერეა