სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2015 წლიდან დღემდე, ტრადიციულად იმართება საერთაშორისო
საგანმანათლებლო პროექტების დისემინაციისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია,
რომელიც უნივერსიტეტების ჩართულობის მიხედვით,
ეროვნულ ან საერთაშორისო ხასიათს ატარებს.
2023 წლის 26-28 ივლისს ჩატარდა ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული
კონფერენცია, რომელიც შერეულ რეჟიმში - ერთი
დღე პირისპირ, მეორე დღე ონლაინ ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ საქართველის უნივერსიტეტები
და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. წარმოდგენილი მოხსენებების მიხედვით მუშაობდა
რამდენიმე სექცია: პლენარულ სესიაზე წარმოდგენილი იქნა აკადემიურ სივრცეში არსებული ისეთი პრობლემური საკითხები,
როგორიცაა Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების გამოწვევები, მეცნიერული კეთილსინდისიერება და განათლება, საერთაშორისო საგანმანათლებლო
პროექტები, როგორც უნივერსიტეტებში ხარისხის
განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, ხედვა ინოვაციურ ეკოსისტემებში უნივერსიტეტის
ჩართულობის გაძლიერებაზე, ციფრული სასწავლო ინსტრუმენტებით
სწავლების უპირატესობები (DITECH-ის პროექტის საფუძველზე) და სხვა.
კონფერენციაზე ცალკე სექცია მუშაობდა უნივერსიტეტებში ევროკავშირისა და აშშ-ს საგანმანათლებლო პროექტების იმპლემენტაციისა და საგანმანათლებლო სივრცეში მათი დისემინაციის შესახებ. აღნიშნული სექციაზე ორი დღის მანძილზე წარმოდგენილი იქნა 10-ზე მეტი მოხსენება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სასულიერო აკადემიის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მიერ. კონფერენციის მუშაბაში აქტიურად იყვნენ ჩართული Erasmus+ -ის, USAID-ის, Unisef-ის და სხვა პროექტებში ჩართული სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებმაც საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს საერთაშორისო პროექტის მიმდინარეობისა და დისემინაციის შესახებ.
ორი დღის მანძილზე, ცალკე სექცია მუშაობდა განათლების მეცნიერებების: პედაგოგიკის, ინკლუზიური განათლებისა და სწავლების მეთოდიკის მიმართულებით, რომელზეც განხილული იქნა განათლების მეცნიერებების აქტუალური საკითხები. კონფერენციაზე შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულში.
სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი