სიახლეები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ომის და ომის შემდგომი კანონმდებლობის და პოლიტიკის აქტუალური საკითხები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი მართავს ჟენევის 1949 წლის კონვენციების მიღებიდან 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ომის და ომის შემდგომი კანონმდებლობის და პოლიტიკის აქტუალური საკითხები“

ბილისი, 2024 წლის 9-10 დეკემბერი

კონფერენციის ორგანიზატორის მისამართი: საქართველო, თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #61

კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია ასევე ზუმის ფორმატის მეშვეობით. მონაწილეებს ბმული დამატებით ეცნობებათ.

კონფერენციის თემატიკა:

1.ომის დანაშაულების პრევენცია და მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები;

2. ომის და ომის შემდგომი სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები;

3. ომის და ომის შემდგომი კერძო სამართლის აქტუალური საკითხები;

4. ომის და ომის შემდგომი საჯარო სამართლის და სამართლის ისტორიულ-ფილოსოფიური ასპექტები;

5. ომის და ომისშემდგომი, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემები.

ნაშრომის წარმოდგენის პროცედურა:

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმატით Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის, სახელს, გვარს, ქვეყნის, უნივერსიტეტის დასახელებას, სამეცნიერო წოდებას, სამეცნიერო ხარისხს, საკონტაქტო მონაცემებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, ;

ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას;

2024 წლის 3 დეკემბრამდე წარმოდგენილი უნდა იქნას ნაშრომის სათაური და ანოტაცია 150-200 სიტყვის მოცულობით ინგლისურ ენაზე (ქართულ ენაზე გამომსვლელი მომხსენებლის ასევე ქართულ ენაზეც), მისამართზე: f.law@sou.edu.ge

ნაშრომის მოცულობა შეიძლება იყოს 7 - 15 გვერდი;

საკონფერენციო ნაშრომი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული;

საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 31 დეკემბერი. ნაშრომის ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნეს მისამართზე: f.law@sou.edu.ge

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე

ტექნიკური მოთხოვნები ნაშრომის მიმართ:

ანოტაცია და ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე Sylfaen-11 ფონტით, სქოლიო Sylfaen – 9. უცხოელი მეცნიერები ანოტაციას და ნაშრომს მხოლოდ ინგლისურ ენაზე წარმოადგენენ (ქართულ ენაზე მათ თარგმნას უზრუნველყოფს კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი); მომხსენებლები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ანოტაციას და ნაშრომს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგენენ;

ანოტაციაში და ნაშრომში სტრიქონებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 1,5;

აბზაცი გამოიყოს Tab-კლავიშით;

ცხრილები და დიაგრამები უნდა შესრულდეს JPEG ფორმატში, ანოტაციის და ნაშრომის ტექსტს უნდა მიეცეს გვერდზე გასწორება, მინდვრები 2,0 მმ; 2,0 მმ; 2,0 მმ.;

ნაშრომში გამოყენებულ სქოლიოებში წყაროების მითითება უნდა განხორციელდეს ორიგინალის ენაზე შემდეგი წესის დაცვით: წიგნის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები ან რედაქტორი, წიგნის დასახელება, გამომცემლობა, ქალაქი, გამოცემის წელი, გვერდი; სტატიის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, სტატიის დასახელება, გამოცემის დასახელება, ნომერი, წელი და გვერდი; ინტერნეტ მასალის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორი ან ავტორები, ინფორმაციის/სტატიის დასახელება და ლინკი; სამართლებრივი აქტის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს დასახელება და რეკვიზიტები; სასამართლო პრაქტიკის გამოყენების შემთხვევაში უნდა მიეთითოს სასამართლოს სახელწოდება, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, საქმის დასახელება და ნომერი. კონფერენციის თემატიკასთან შეუსაბამობის შემთხვევაში წარმოდგენილი შრომები არ განიხილება;

წარმოდგენილი ნაშრომები კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ინგლისურ და ქართულ ენებზე. კონფერენციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მოგვმართეთ f.law@sou.edu.ge

ფოტო გალერეა