2024 წლის 27 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში,
Google Meet-ის პლატფორმის გამოყენებით, წარმატებით ჩატარდა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, მკვლევრებმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან.
კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა ახალი აღმოჩენები მეცნიერებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების ზეგავლენა განათლებასა და კვლევაზე და ინოვაციური მეთოდოლოგიების განვითარება სწავლების პროცესში.
ღონისძიებას უძღვებოდა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ინდირა ძაგანია, რომელმაც განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ყველა მონაწილის მიმართ და ხაზი გაუსვა აღნიშნული თემების აქტუალურობასა და მნიშვნელობას თანამედროვე სამეცნიერო დისკურსში.
კონფერენციის პროგრამა იხ. აქ