სიახლეები

საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის

სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება. სწორედ ამიტომ, წელს პირველად გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის. 

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით (პროექტის ადმინისტრირებისთვის) საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.


კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება 2025 წლის 31 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: 

 



შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე - Grants-3@youthagency.gov.ge

ფოტო გალერეა